01 ივლისი 2026, 08:11
სპორტის მინისტრმა ახალციხეში მდებარე თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსსა და სპორტულ დარბაზს საჭირო ინვენტარი და ეკიპირება გადასცა
სპორტი

ფოტო: IMEDI/კადრი
გაზიარება
სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქალაქ ახალციხეში მდებარე თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსსა და სპორტულ დარბაზს საჭირო ინვენტარი და ეკიპირება გადასცა, რომელიც მწვრთნელებისა და სპორტსმენების საჭიროებების გათვალისწინებით შეარჩიეს.
მინისტრმა ახალციხეში დაათვალიერა იაძის სახელობის ცენტრალური სტადიონი და ადგილზე გაეცნო საკალათბურთო დარბაზის ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესს, ასევე დაესწრო შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.




