28 ივნისი 2026, 11:30
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები უელსთან დამარცხდა🏉
სპორტი

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
რაგბის 20-წლამდელთა ნაკრები, უელსის გუნდთან დაძაბულ ბრძოლაში მცირე სხვაობით 24-25 - ანგარიშით დამარცხდა. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში 2 ლელო მიხეილ შიოშვილმა დადო, ერთხელ მეტოქის ჩათვლის მოედანი გაბრიელ რაზმაძემ აიღო, ერთ შემთხვევაში კი საჯარიმო ლელო დაფიქსირდა.
მომდევნო შეხვედრას ქართველი მორაგბეები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან გამართავენ. თამაში 2 ივლისს, ავჭალის სტადიონზე 20:30 საათზე დაიწყება. რაგბის მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატს, რომელმაც სტარტი გუშინ აიღო, მომდევნო 3 კვირის განმავლობაში თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს.





