31 მაისი 2026, 17:48
„ფოთიმარათონში“ 14 სხვადასხვა ქვეყნის 600-მა მორბენალმა მიიღო მონაწილეობა
სპორტი

ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
გაზიარება
„ფოთიმარათონში“ 14 სხვადასხვა ქვეყნის 600 მორბენალი მონაწილეობდა. მათგან 241 უცხოელი იყო. მარათონი სამ დისტანციას აერთიანებს-მათგან ყველაზე გრძელი 21-კილომეტრიანია.
„ფოთიმარათონი“ საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომლის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და ტურიზმის ხელშეწყობა.
მარათონი მერიის მხარდაჭერით კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურმა, საპორტო ქალაქში უკვე მეორედ ჩაატარა.




