სპორტის სასახლემ რკენა 2-ს უმასპინძლა
სპორტი

ფოტო: Facebook
თბილისის სპორტის სასახლემ რკენა 2-ს უმასპინძლა. MMA-ს ორგანიზაციამ, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, მეორე საბრძოლო ღონისძიება გამართა, რომელშიც 20 მებრძოლი და 10 დაპირისპირება იყო, მათ შორის ორ წყვილში საერთაშორისო ბრძოლები შედგა.
თბილისში UFC-ს ორი ყოფილი მებრძოლიც იმყოფებოდა, რომლებიც ქართველმა სპორტსმენებმა დაამარცხეს. მთავარ ბრძოლაში დავით ლორთქიფანიძემ ბრაზილიელ ალექს ოლივეირას 41 წამში საბმიშენით სძლია. ხოლო ნიკოლოზ აბრამიშვილმა პერუელ ხამეს ლონტოპს სამრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო და მათი დაპირისპირება საღამოს ბრძოლად დასახელდა.
რკენა 2-ში 8 ქართველი მებრძოლი იბრძოდა, რომელთაგანაც 7-მა გამარჯვება მოიპოვა.





