02 მარტი 2026, 23:48
ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების თამაშს დაესწრო
სპორტი

ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
გაზიარება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების თამაშს დაესწრო.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში დანია ანგარიშით 89:60 დაამარცხა. მატჩი „თბილისი არენაზე" გაიმართა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.




