15 თებერვალი 2026, 09:08
გიორგი მიქაუტაძემ „ხეტაფეს“ გაუტანა⚽
სპორტი

გიორგი მიქაუტაძე
ფოტო: Facebook
გაზიარება
ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ „ხეტაფეს“ ესტუმრა. ქართველი ფორვარდის კლუბი ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
ერთადერთი გოლი „ვილიარეალის“ შემადგენლობაში ქართველმა ფორვარდმა გაიტანა, რომელიც მოედანზე მატჩის მეორე ნახევარში გავიდა. მან მეტოქის კარი 76-ე წუთზე, თამაშში ჩართვიდან 11 წუთში აიღო.
ამ მომენტისთვის „ვილიარეალი“ სატურნირო ცხრილში 45 ქულით მე-4 ადგილს იკავებს და მხოლოდ „ბარსელონას“, მადრიდის „რეალსა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ ჩამორჩება.





