22 იანვარი 2026, 09:26
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ლატვიასთან დამარცხდა
სპორტი

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელს, ლატვიას დაუპირისპირდა და 0:4 დამარცხდა.
შეხვედრის პირველივე წუთებზე გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი, მცველი შოთა თოფურია დაშავდა, რამაც თამაშის მიმდინარეობაზე გავლენა მოახდინა. ლატვიელებმა კი ანგარიში სწრაფად გახსნეს.ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები უპირატესობას ფლობდა და არაერთი რეალური საგოლე შანსიც შექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო.





