სპორტის მინისტრმა ევროპის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა
სპორტი

ფოტო: სპორტის სამინისტრო
ევროპის ხელბურთის ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე შვედეთში, ქალაქ მალმეში ევროპის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მაიკლ ვიდერერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ხელბურთის განვითარების შესახებ ისაუბრეს. სპორტის მინისტრმა მას ხელბურთის პოპულარიზაციისთვის დაგეგმილი პროექტებიც გააცნო.
შეხვედრას სპორტის მინისტრის, პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი და ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი ესწრებოდნენ.
2026 წლის ევროპის ჩემპიონატი 15 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით იმართება და მას დანია, ნორვეგია და შვედეთი მასპინძლობს. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ასპარეზობს.




