08 დეკემბერი 2025, 14:47
კახა კალაძე მერაბ დვალიშვილს: წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გელოდება
სპორტი

ფოტო: Facebook
გაზიარება
ქალაქ თბილისის მერი, კახა კალაძე, UFC-ის ქართველ მებრძოლთან, მერაბ დვალიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მას ამხნევებს.
დედაქალაქის მერის განცხადებით, დვალიშვილს წინ კიდევ ბევრი გამარჯვება ელოდება.
„წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გელოდება, გამაგრდი!" - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანმა მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.




