მარია კაზაკოვასა და ვლადისლავ კასინსკის მოცეკვავე წყვილი ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტი

მარია კაზაკოვა ვლადისლავ კასინსკი
ფოტო: საქართველოს სპორტის სამინისტრო
თურქეთის ქალაქ სტამბოლში საერთაშორისო ტურნირი „ბოსფორის თასი - 2025“ გაიმართა. საქართველოს სახელით მოასპარეზე მარია კაზაკოვასა და ვლადისლავ კასინსკის წყვილმა სპორტული ცეკვების კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მოცეკვავე წყვილმა რიტმულ ცეკვებში 65,13 ქულა დააგროვა, თავისუფალ ცეკვებში კი - 100,62; ხოლო ორი პროგრამის ჯამში 165,75 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.
„ბოსფორის თასი - 2025“-ის ვიცე-ჩემპიონები იუნიორთა კატეგორიაში ინგა გურგენიძე და კონსტანტინე სუპატაშვილი გახდნენ.
სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.





