23 ნოემბერი 2025, 14:07
სპორტის მინისტრის მოადგილე მთამსვლელის, ჯოკია გუგავას იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო
სპორტი

ფოტო: სპორტის სამინისტრო
გაზიარება
საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე ქართველი მთამსვლელის, ჯოკია გუგავას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო. გუგავა საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი იყო და 7 ათას მეტრზე მაღალ მწვერვალებზე 26-ჯერ ავიდა.
ჯოკია გუგავა ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენისა და ღირსების ორდენის კავალერი გახლდათ. საიუბილეო საღამოზე ჯოკია გუგავას შვილი ბერდია გუგავა მინისტრის მოადგილემ ძიუდოს განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.





