20 ნოემბერი 2025, 00:06
ჭადრაკში საქართველოს ქალთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა
სპორტი

ფოტო: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია
გაზიარება
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.
ქალთა მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის მე-3 ტურში საქართველომ ანგარიშით 2.5 : 1.5 დაამარცხა ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი — უკრაინის ნაკრები და ‘B’ ქვეჯგუფში დამაჯერებელ ლიდერობას განაგრძობს.
გამარჯვების ქულა ნინო ბაციაშვილმა მოიპოვა.
შემდეგ ტურში საქართველოს მეტოქე უძლიერესი ჩინეთის ნაკრები იქნება.





