ილია ზაქუტაშვილი გიორის ჭაბუკთა ევროპის თასის გამარჯვებულია
სპორტი

ილია ზაქუტაშვილი
ფოტო: საქართველოს სპორტის სამინისტრო
უნგრეთის ქალაქ გიორში ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის თასი დასრულდა. საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ოქროს მედალი ილია ზაქუტაშვილმა (+90 კგ) მოუტანა. ფინალში მან უნგრელი აბელ ზეკერესი დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ოთხი მედლით დაასრულა. ტურნირის გამარჯვებული გახდა გიორგი მჭედლიშვილი (73 კგ), რომელმაც ფინალში ჩეხი ადამ რუსნაკი დაამარცხა. ალექსი გულუამ (-60 კგ) ვერცხლი, გიორგი კაპანაძემ (-66 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ალექსი გულუამ ფინალი უკრაინელ ძიუდოისტთან დათმო. გიორგი კაპანაძემ კი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სლოვაკი სპორტსმენი დაამარცხა.
ქართველი ძიუდოისტები ევროპის თასზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ასპარეზობდნენ.




