08 ნოემბერი 2025, 22:48
გიორის ჭაბუკთა ევროპის თასზე ალექსი გულუამ ვერცხლი, გიორგი კაპანაძემ კი ბრინჯაო მოიპოვა
სპორტი

ალექსი გულუა გიორგი კაპანაძე
ფოტო: სპორტის სამინისტრო
გაზიარება
უნგრეთის ქალაქ გიორში ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის თასი მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ტურნირზე ალექსი გულუამ (-60 კგ) ვერცხლი, გიორგი კაპანაძემ (-66 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გიორგი გულუამ ფინალი უკრაინელ ძიუდოისტთან დათმო. გიორგი კაპანაძემ კი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სლოვაკი სპორტსმენი დაამარცხა.
ქართველი ძიუდოისტები ევროპის თასზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ასპარეზობენ.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.




