08 ნოემბერი 2025, 16:08
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს
სპორტი

ფოტო: ვიდეოკადრი
გაზიარება
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.
9-10 ნოემბერს, ავთანდილ ასათიანის გუნდი ესტონეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. მოახლოებული თამაშებისთვის ნაკრებმა თამაშის მასპინძელ ოლიმპიურ სასახლეში ივარჯიშა. ხვალ ეროვნულ გუნდში მე-100 შეხვედრას ჩაატარებს თორნიკე ბუკია.
შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.





