ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
სპორტი

ტატო გრიგალაშვილი
ფოტო: IJF Gabriela Sabau
პრაღაში მიმდინარე ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის 81 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში ტატო გრიგალაშვილმა ბულგარელ ივაილო ივანოვს სძლია და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
გრიგალაშვილმა პრაღაში ჯერ იტალიელი კრისტიან პარლატი, შემდეგ კი ბერძენი თეოდოროს დემორციდისი დაამარცხა. მეოთხედფინალში გრიგალაშვილის მეტოქე მისივე თანაგუნდელი ლუკა მაისურაძე იყო, რომელსაც გრიგალაშვილმა ვაზარით სძლია. ნახევარფინალში გრიგალაშვილმა ასევე ვაზარით ბელგიელი მატიას კასე დაჯაბნა.
ლუკა მაისურაძემ რეპეშაჟში აზერბაიჯანელი, ნიდერლანდელი და ბელგიელი მეტოქეები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.





