24 ოქტომბერი 2026, 17:52
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ სპორტული კარატეს მე-14 მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა
სპორტი

ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
გაზიარება
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ ბელსკო-ბიალაში გამართულ სპორტული კარატეს მე-14 მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
ტურნირი ქვეყნის სპორტული ისტორიისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა: ანასტასია ჩაფიძემ ბრინჯაოს მედალი კატის დისციპლინაში მოიპოვა, რაც საქართველოსთვის ამ სახეობაში პირველი ისტორიული შედეგია, ხოლო ლევან დადეშქელიანმა -57კგ-ში, კუმიტეში საპრიზო ადგილი დაიკავა.
ქართველი კარატისტები მსოფლიო პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.





