ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მატჩები გაურკვეველი ვადით გადაიდო
სპორტი

ფოტო: Shutterstock.com
კორონავირუსის გამო მომდევნო კვირაში დაგეგმილი ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მატჩები გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის შესახებ უეფას მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
ამრიგად, არ გაიმართება შემდეგი მატჩები: 17 და 18 მარტს დაგეგმილი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი და 19 მარტს დაგეგმილი ევროპა ლიგის მერვერდფინალის საპახუხო მატჩები. ასევე 17 და 18 მარტს დაგეგმილი უეფას ახალგაზრდული ლიგის მეოთხედფინალური მატჩები.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ 17 მარტს უეფა 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გაისად ჩატარების შესახებ გამოაცხადებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.
რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





