ლიონელ მესიმ მეექვსე „ოქროს ბურთი“ მოიპოვა და რეკორდი დაამყარა
სპორტი

ლიონელ მესი
ფოტო: Twitter
არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ მეექვსე „ოქროს ბურთი“ მოიპოვა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ეს არის პრიზი, რომელიც ჟურნალ France Football-ის ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.
„ოქროს ბურთი“ მესის ხორვატმა ლუკა მოდრიჩმა გადასცა, რომელიც შარშანდელი გამარჯვებულია. დაჯილდოების ცერემონია პარიზში გაიმართა.
TWITTER POST
32 წლის ლიონელ მესის კარიერაში „ოქროს ბურთი“ მანამდე 2009, 2010, 2011, 2012, 2015 წლებში აქვს მიღებული. 5 „ოქროს ბურთი“ აქვს მიღებული რონალდუს. მიმდინარე წელს მესიმ „ოქროც ბუცი“ მოიგო, შემდეგ კი FIFA-ს ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.





