„მიმღერე ქართული ხალხური“. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
საზოგადოება

ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
ყველაზე ეროვნული, ყველაზე სახალხო და ყველაზე ქართული მეგა-შოუ, რომელიც დაბადებულია „იმედზე“ - დღეს „მიმღერეს“ სულ სხვა ფორმატზე უნდა მოგითხროთ.
ქართული მრავალხმიანობა ის ფენომენია, რომელიც მსოფლიოს აოცებს - ეროვნული საგანძური, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ოჯახებში ინახებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. თითოეული კუთხის სიმღერას თავისი ხიბლი აქვს. სწორედ ამ მრავალფეროვნებისა და მრავალხმიანობის მოსაძებნად იმოგზაურა საქართველოში ტელეკომპანია „იმედის“ ქართულმა მეგა-შოუმ „მიმღერე“ და ასე შეიქმნა ყველაზე ეროვნული სეზონი „ქართული ხალხური“, რომელმაც ჩვენი ფოლკლორული მემკვიდრეობა კიდევ ერთხელ გააცოცხლა.
მეგა-შოუს რვა ეპიზოდი დასრულდა, მაგრამ მთავარი წინაა. ახლა ეს ხმები ერთად, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მოიყრის თავს.
ელენე ცინცაძე მოგიყვებათ სიურპრიზზე, რომელსაც ყველაზე ეროვნული პროექტის შემოქმედებითი ჯგუფი მაყურებელს გიმზადებთ.





