ოლივია მაურელი სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილებაზე: საქართველოს ხელისუფლების ეს ინიციატივა უნაკლო გადაწყვეტილებისკენ მიმავალი შესანიშნავი ნაბიჯია - ეს სწორი ნაბიჯია და ქართველი ქალების დასაცავად ერთადერთი გზაა, საქართველო მაგალითი იქნება ამ კანონის მიღებით მთელი მსოფლიოსთვის
საზოგადოება

ოლივია მაურელი
ფოტო: IMEDI/ ვიდეოკადრი
საქართველოს ხელისუფლების ეს ინიციატივა უნაკლო გადაწყვეტილებისკენ მიმავალი, შესანიშნავი ნაბიჯია. ჩვენი ორგანიზაცია იმავე მიზნებით მუშაობს, ვცდილობთ, რომ ეროვნული მასშტაბით მოხდეს სუროგაციის აკრძალვა. მისი აკრძალვა არამარტო ქვეყნის ტერიტორიაზე, არამედ ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთაც სუროგაციაში მონაწილეობის აკრძალვა - ეს იქნება საუკეთესო კანონი, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში „კასაბლანკას დეკლარაციის ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივია მაურელმა საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საუბრისას.
მისივე თქმით, თუკი ყველა სახელმწიფო ასე მოიქცევა, სუროგაცია მსოფლიოში განადგურდება და ბავშვებსა და ქალებს უკეთ დაიცავენ.
მაურელმა აღნიშნა, რომ საქართველო საუკეთესო გზას ადგას და საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.
„სოციალურ მედიაში ვნახე, რომ საქართველოში სუროგაციის ბიზნესით დაკავებული ადამიანები ძალიან ბევრს ნერვიულობენ ამაზე, უკვე ეძებენ სხვა სახელმწიფოს რომ სუროგაციის ბიზნესი გადაიტანონ საქართველოდან, მათი შემდეგი სამიზნე სომხეთია. სუროგაცია თუ ყველგან არ აიკრძალება, ეს ბიზნესი ქვეყნებს იცვლის, როგორც ჩანს მათ ყურადღების ცენტრში შემდეგი სომხეთია. სომეხი ქალები.
ასე იცვლის სუროგაციის ბიზნესი ქვეყნებს, საქართველოში ის უკრაინიდან გადმოვიდა მაშინ, როცა უკრაინაში ომი დაიწყო.
დაბომბვისას ნაკლები ადამიანი ფიქრობს ბავშვის გაჩენაზე, დაფიქრდნენ და საქართველოში გადმოვიდნენ.
სამწუხაროდ, საქართველოში არიან გაჭირვებული ქალებიც, ულამაზესი ქალბატონები ვინც მხოლოდ უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ. იმედი მაქვს, რომ ისინი თავს დააღწევენ ამ საშინელ ბიზნესს, პირდაპირ ნადირობენ ამ ქალებზე. ეს ძალიან სამწუხაროა, ეს ქართველი ქალები ხომ წარმოუდგენლად მეტს იმსახურებენ ვიდრე იყვნენ ინკუბატორები უცხო წყვილებისთვის, მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ.
სუროგაციის აკრძალვის განხილვით საქართველო სწორ გზას ადგას, ეს სწორი ნაბიჯია და ქართველი ქალების დასაცავად ერთადერთი გზა.
სუროგაციის ბიზნესი 2035 წლისთვის 200 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტ კაპიტალს დააგროვებს, საქართველო კი ისტორიის სწორ მხარეს დგას.
საქართველო მაგალითი იქნება ამ კანონის მიღებით მთელი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა ოლივია მაურელმა.





