ისრაელის საელჩო: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ მძიმე დროს ვიზიარებთ ქართველი ხალხის მწუხარებას
საზოგადოება
ფოტო: Facebook
ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„ისრაელის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
ამ მძიმე დროს ვიზიარებთ ქართველი ხალხის მწუხარებას“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ფონიჭალაში, კორპუსში მომხარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მაშველებმა ნანგრევებიან უვნებლად ამოიყანეს 3 წლის გოგონა.
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.





