ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორი: 11 წლის ბიჭისა და 3 წლის გოგონას ნევროლოგიური სტატუსი, ყველა სასიცოცხლო პარამეტრი დამაკმაყოფილებელია, თუმცა ამ ეტაპზე საჭიროება მოითხოვს და ბუნებრივია, აუცილებლობა დადგა იმისა, რომ ამ პაციენტების მართვაში ფსიქოლოგები ჩაერთონ
საზოგადოება

კახაბერ ჭელიძე
ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
დამაკმაყოფილებელია მათი ნევროლოგიური სტატუსიც, ყველა სასიცოცხლო პარამეტრიც, თუმცა ამ ეტაპზე საჭიროება მოითხოვს და ბუნებრივია, აუცილებლობა დადგა იმისა, რომ ამ პაციენტების მართვაში ფსიქოლოგები ჩაერთონ, - განუცხადა ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახაბერ ჭელიძემ ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად კლინიკაში მოთავსებული ორი არასრულწლოვანის, 11 წლის ბიჭისა და 3 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.
„მათი ფიზიკური მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია. დამაკმაყოფილებელია მათი ნევროლოგიური სტატუსიც, ყველა სასიცოცხლო პარამეტრიც, თუმცა ამ ეტაპზე საჭიროება მოითხოვს და ბუნებრივია, აუცილებლობა დადგა იმისა, რომ ამ პაციენტების მართვაში ფსიქოლოგები ჩაერთონ.
მოგეხსენებათ, ამ უბედურებიდან ძალიან მოკლე პერიოდში იყო ამოყვანილი როგორც დედა, ასევე შვილი, 11 წლის ანდრია კლინიკაში. შესაბამისად, დედას ზედაპირული, უმნიშვნელო ტრავმები და დაჟეჟილობები ჰქონდა, ამიტომაც ძალიან მალე, შესაბამისი დახმარებისა და გამოკვლევების შემდეგ კლინიკიდან გაეწერა, თუმცა ანდრიას უფრო მეტი ტრავმები აღენიშნა. საბედნიეროდ, ეს ტრავმები არ გახლდათ სიცოცხლისთვის სახიფათო და საშიში.
11 წლის ბიჭი გახლავთ რეანიმაციულ განყოფილებაში და იმთავითვე რეანიმაციულ განყოფილებაში მოხდა, რაც შეეხება 3 წლისა და 9 თვის გოგონას, მისი მდგომარეობა არ მოითხოვდა რეანიმაციულ და ინტენსიურ თერაპიას, ამიტომ ის ჩვეულებრივ პედიატრიულ პალატაში განთავსდა, სადაც ახლაც იმყოფება.
არც ერთის ფიზიკური მდგომარეობა, სასიცოცხლო სტატუსი არ მოითხოვს კლინიკაში დიდხანს დაყოვნებას, მაგრამ ყველაფრის გათვალისწინებით, გათვალისწინებით იმ ნიუანსებისა, გათვალისწინებით იმ თეორიული გართუებებისა, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ასეთ ტრამვას, ბუნწბრივია, დღეს გაწერაზე საუბარი ნაადრევია“, - განაცხადა კახაბერ ჭელიძემ.
ფონიჭალაში, კორპუსში მომხარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მაშველებმა ნანგრევებიან უვნებლად ამოიყანეს 3 წლის გოგონა.
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.




