მინდია საბანაძე CITYZEN EXPO-ზე: ორი მესამედი ფაქტობრივად მოვიკელით კოეფიციენტი, განაშენიანება ხდება 18%-ზე, საგამოფენო სივრცეს და რეკრეაციას არ ვეხებით
საზოგადოება

მინდია საბანაძე
იმედი/ვიდეო კადრი
ორი მესამედი ფაქტობრივად მოვიკელით კოეფიციენტი, - განუცხადა "იმედის კვირას" IG Development-ის დამფუძნებელმა მინდია საბანაძე დიდუბის პროექტზე - CITYZEN EXPO-ზე საუბრისას.
მისივე თქმით, პროექტის ავტორების მიზანია, რომ CITYZEN EXPO ყველაზე მოვლილი და საამაყო პროექტი იყოს.
"ფაქტობრივად, ფოკუსები უნდა ატარო, რომ მოგება ნახო და მოემსახურო სივრცის განვითარებას. ჩვენ გვინდა, რომ ის სივრცე იყოს ულამაზესი, ყველაზე კარგი, ყველაზე მოვლილი, გვეამაყებოდეს იქ სტუმრის მიყვანა ან ნებისმიერი მოქალაქე როცა შევა შიგნით და დაისვენებს, იყოს ბედნიერი და შინაგანი მადლიერების გრძნობა გააჩნდეს პროექტის შემსრულებლების მიმართ.
2.1 არის ჩამოწეული კოეფიციენტი და იქიდან ბოლომდე არ ვიყენებთ, კიდევ რაღაცეებს ვამცირებთ. ანუ 18%-ზე ხდება განაშენიანება. საგამოფენო სივრცეს და რეკრეაციას არ ვეხებით. ხდება განაშენიანება უკიდურეს კუთხეებში, სადაც არის დაბეტონებული ისედაც და რაღაცებია გაკეთებული", - განაცხადა მინდია საბანაძემ.





