21 ოქტომბერი 2026, 17:56
ჯივიპიმ სემეკს 2022–2026 წლების ანგარიში და Aqualia-ს მმართველობის შედეგები წარუდგინა
საზოგადოება

ფოტო: ჯივიპი
გაზიარება
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას 2022–2026 წლებში ჩატარებული საქმიანობისა და სტრატეგიული ტრანსფორმაციის ანგარიში წარუდგინა.
2022 წლიდან კომპანიის მართვაში საერთაშორისო დარგობრივი ინვესტორის, Aqualia-ს შემოსვლამ საფუძველი ჩაუყარა ფუნდამენტურ საოპერაციო და სტრუქტურულ ცვლილებებს, კერძოდ:
- უპრეცედენტო ინვესტიციები: 2023–2026 წლებში კაპიტალდაბანდებამ 480 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წინა 4 წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. განახლდა 300 კმ-ზე მეტი მაგისტრალური ქსელი, ხოლო წყალსადენისა და წყალარინების ქსელების ჯამური სიგრძე 22%-ით (1,337 კმ-ით) გაიზარდა.
- საოპერაციო ეფექტიანობა: წყლის დანაკარგები 29.2 მლნ მ³-ით შემცირდა, ხოლო წყლის რეალიზაცია 14.9%-ით გაიზარდა. ამასთან, ყოველ რეალიზებულ კუბურ მეტრზე ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა.
- პრევენციული მართვა: მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც ავარიების სიხშირე, ასევე ყოველდღიური გარდამავალი ინციდენტების რაოდენობა.
- შრომის უსაფრთხოება და კადრები: კადრების გადინება 10%-მდე შემცირდა, ხოლო სამუშაო ადგილზე ინციდენტების სიხშირე - 89%-ით.
- ციფრული სერვისები: ამოქმედდა განახლებული ვებგვერდი და მომხმარებლის პირადი კაბინეტი, ხოლო 2027 წლიდან მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომი გახდება მობილური აპლიკაციაც.
Aqualia-ს გრძელვადიანი სტრატეგია ინვესტიციების მაღალი ტემპის შენარჩუნებას, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და მოსახლეობისთვის უწყვეტი, მაღალი ხარისხის წყალმომარაგების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
ინფორმაციას ჯივიპი ავრცელებს.



