სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ხელვაჩაურში დარღვევები გამოავლინა
საზოგადოება

ფოტო: სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში საწარმოო პროცესი შეუჩერეს შპს ,,ილოვატო-111-ის“ (ს/კ 445629053) პურის საცხობს, სადაც გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ინფორმაციას სეს-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საწარმოო პროცესი შეუჩერდა ასევე დედაქალაქში, გუდაუთის ქ. 7-ში მდებარე შპს ,,ატომ 2020-ის“ (ს/კ 400289996) კუთვნილ ხორცპროდუქტების საწარმოს. გეგმური ინსპექტირებისას თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ობიექტზე გამოავლინეს სურსათის მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობაც.
„სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ვადაგასული სურსათი გამოავლინეს შპს „ნიკორასა“ (ხორცის და ხორცპროდუქტების წარმოება, გადამუშავება და კონსერვირება, ს/კ 454409480. მის: აგლაძის 32, მაცივარი N4) და შპს ,,საამოში“(რძისა და რძის პროდუქტების წარმოება, ს/კ 202432518, მის: გუდაუთის ქ. N7). ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები; მომხმარებელმა კი, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 15 01“, - ნათქვამია ინფორმაციაში.



