რეზო ბლიაძე: საერთოდ არ მიკვირს, რომ ფეხბურთელებზე იყო წნეხი. პირადად მირეკავდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და მოითხოვდა, რომ გამომეხატა ის აზრი, რომელსაც ისინი გამოთქვამდნენ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით
საზოგადოება

რეზო ბლიაძე
ფოტო: იმედი/კადრი
„იმედის კვირასთან“ მუსიკოსმა რეზო ბლიაძემ გაიხსენა შემთხვევა, როდესაც „მთავარი არხის“ ჟურნალისტი მისგან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადებით გამოსვლას ითხოვდა.
„საერთოდ არ მიკვირს, რომ ფეხბურთელებზე იყო წნეხი. ჩემს სფეროშიც იგივე ხდებოდა. ადამიანები პირდაპირ გვირეკავდნენ და მოითხოვდნენ, რომ გამოგვეთქვა [ ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადებები]. პირადად მირეკავდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და მოითხოვდა, რომ გამომეხატა პოზიცია და დეტალებს უფრო რომ ჩავუღრმავდი, ჩემი პოზიციის დადასტურებას კი არ მოითხოვდა, რეალურად მე რას ვფიქრობდი, მოითხოვდა, რომ გამომეხატა ის აზრი, რომელსაც ისინი გამოთქვამდნენ“, - აღნიშნა ბლიაძემ.
გიორგი გველესიანმა „Geoteam-თან“ ინტერვიუში 2026 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ 2024 წლის აპრილსა და სხვადასხვა პერიოდში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებზე იყო გარკვეული წნეხი და ზემოქმედება სხვადასხვა ძალის მხრიდან. ფეხბურთელებს მოსთხოვეს ან აიძულებდნენ, რომ სოციალურ ქსელებში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტები და განცხადებები გამოექვეყნებინათ.





