დიღმის მასივის მე-2 კვარტალში, N7 და N7ა კორპუსების მიმდებარედ ე.წ. სოფიის სკვერი განახლდება
საზოგადოება

თბილისი მერი
დიდუბის გამგეობა დიღმის მასივის მე-2 კვარტალში, N7 და N7ა კორპუსების მიმდებარედ ე.წ. სოფიის სკვერის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციაზე მუშაობს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მერიის დღევანდელ სხდომაზე.
მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 400 კვ.მ ფართობზე ჩატარდება.
„პროექტის ფარგლებში, 3 400 კვ.მ ფართობზე გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა, ტრენაჟორებით აღჭურვილი სავარჯიშო სივრცე, დასასვენებელი პავილიონი და დამონტაჟდება საპარკო ავეჯი. ამასთანავე, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება. 2017 წლიდან განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მწვანე სივრცეების მოწყობისა და რეაბილიტაციას. დაეტყო კიდეც თბილისს სიმწვანე, რაც ძალიან უხდება ჩვენს დედაქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





