სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებს უმასპინძლა
საზოგადოება

ფოტო: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს უმასპინძლა.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დელეგაციების შემადგენლობაში იყვნენ:ალექსანდრიის საპატრიარქო: მარეოტის ეპისკოპოსი დამასკინოსი (საპატრიარქო ვიკარიუსი); ანტიოქიის საპატრიარქო: ფილიპოპოლის მიტროპოლიტი ნიფონი; კვიპროსის სამთავარეპისკოპოსო: კიტიონის მიტროპოლიტი ნექტარიოსი და ბატონი მაიკლ სპირუ; ელადის სამთავარეპისკოპოსო: დიმოტიხის, ორესტიადისა და სუფლის მიტროპოლიტი დამასკინოსი და ბატონი ალექსანდრე პაპაიოანუ; პოლონეთის სამიტროპოლიტო: სუპრასლის ეპისკოპოსი ანჟეი (ბორკოვსკი) და დეკანოზები: ჰენრიკ პაპროცკი და იაროსლავ იუზვიკი; უკრაინის სამიტროპოლიტო: ტერნოპოლისა და კრემენეცის მიტროპოლიტი სერგი; ტერნოპოლის ეპარქიის ვიკარიუსი, პოჩაევის სასულიერო სემინარიის რექტორი, შუმსკის მთავარეპისკოპოსი იობი; დეკანოზი ვასილ ვოზნიუკი და დიაკონი მაქსიმ სავჩუკი.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე.
სტუმრებმა მის უწმინდესობას კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცეს, დაადასტურეს ჩვენი ქვეყნისადმი სიყვარული და ხაზი გაუსვეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას მართლმადიდებელ სამყაროში.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.





