ზვიად გაბისონიამ აშხაბადში თურქმენეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საზოგადოება

ფოტო: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ აშხაბადში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთის განათლების მინისტრის მოადგილე აზატ ატაევთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და თურქმენეთს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ორი ქვეყნის უნივერსიტეტების მიერ ერთობლივი პროექტების განხორციელება, დიპლომებისა და კვალიფიკაციების აღიარება, მეცნიერების მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და პროფესიული განათლების სფეროში პარტნიორობის გაძლიერება.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ თანამშრომლობა და განახორციელონ ახალი ერთობლივი ინიციატივები განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში კონსტანტინე საბიაშვილი ესწრებოდა.





