გლდანის რაიონში მიმდინარე წელს ბმა-ს პროგრამით 24 სახურავი რეაბილიტირდა
საზოგადოება

ფოტო: თბილისის მერია
გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წელს სახურავისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაციის სამუშაოები 24 მისამართზე განხორციელდა. გაწეული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 691 000 ლარი დაიხარჯა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიმდინარე პროექტებს რაც შეეხება, ამ ეტაპზე, სამუშაოები 17 მისამართზე ტარდება, რისთვისაც 479 500 ლარია გათვალისწინებული.
„საცხოვრებელი კორპუსის გადახურვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს გლდანის ა მიკრორაიონის N59 კორპუსში, სადაც, დაახლოებით, 2 000 კვ.მ ფართობის სახურავი ახლდება.
სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ რეხვიაშვილთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





