გიორგი ოკმელაშვილი ციხის პირობებზე: სტაფილოს ნამცხვარი იყო იდეალური… არის რაღაცები ისეთი, გარეთ რომ იყოს, ვიყიდდი დიდი სიამოვნებით
საზოგადოება

ვიდეო/კადრი
პრეზიდენტის მიერ შეწყალების საფუძველზე გათავისუფლებული გიორგი ოკმელაშვილი ციხეში არსებულ პირობებზე „რადიო თავისუფლებას“ უყვება. ყოფილი მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებაში კვებასთან დაკავშირებული საკითხით კმაყოფილებას არ მალავს.
„სხვათა შორის, არის რაღაცები ისეთი, გარეთ რომ იყოს, ვიყიდდი დიდი სიამოვნებით. მაგალითად, სტაფილოს ნამცხვარი. ჩაისთან იყო იდეალური. ძალიან ტკბილიც არ ყოფილა… დილით ფაფებიც ძალიან ნორმალური იყო“, - ამბობს ყოფილი მსჯავრდებული.
ოკმელაშვილი იხსენებს, რომ არსებობდა პრობლემა თევზის ხარისხთან დაკავშირებით, რომელიც ასევე გამოსწორდა.
მისივე თქმით, ციხის მენიუში შედიოდა სხვადასხვა კერძი, როგორებიცაა ფაფა, წიწიბურა და რძის ნაწარმი.
„ციხეში კვება ყველაზე ნაკლები პრობლემა იყო“, - ამბობს გიორგი ოკმელაშვილი.





