13 მაისი 2026, 01:33
ევროვიზია 2026-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი გამოვლინდა
საზოგადოება

ფოტო: 1tv
გაზიარება
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სადაც დღეს ევროვიზია 2026-ის პირველ ნახევარფინალში მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენლები წარდგნენ, ფინალისტები გამოვლიდნენ.
ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: საბერძნეთი, ფინეთი, ბელგია, შვედეთი, მოლდოვა, ისრაელი, სერბეთი, ხორვატია, ლიეტუვა, პოლონეთი. ამასთან, ფინალში ავტომატურად გადავიდნენ „დიდი ოთხეულის“ ქვეყნები: გერმანია და იტალია, მასპინძელი ქვეყანა ავსტრია.
წლევანდელ ევროვიზიაზე საქართველო ჯგუფმა „ბზიკები“ სიმღერით On Replay წარადგინა.
კონკურსის მეორე ნახევარფინალი 14 მაისს გაიმართება.





