მიტროპოლიტ აბრაამს 1-ელ დეკემბერს სიონის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ
საზოგადოება

მიტროპოლიტი აბრაამი
ფოტო: Facebook
მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) ცხედარს 29 ნოემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაასვენებენ, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) ცხედარს დაასვენებენ სიონის საპატრიარქო ტაძარში ამა წლის 29 ნოემბერს, კვირას, 12:00 საათზე.
ახლად შესვენებულ მიტროპოლიტ აბრაამის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სიონის ტაძარში აღევლინება 29 და 30 ნოემბერს.
დაიკრძალება 1-ელ დეკემბერს, სამშაბათს, 14:00 საათზე ამავე ტაძრის ეზოში“, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





