ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს სვეტიცხოველში გაიმართება
საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი შიო მესამე
ფოტო: საპატრიარქო
ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, 12 მაისს გაიმართება, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა შიო მესამემ.
მისივე თქმით, სვეტიცხოველში მსახურება დილის 10:00 საათზე დაიწყება.
„ტრადიციის მიხედვით, გამორჩევის შემდეგ პირველი კვირას, თუ დიდ დღესასწაულზე უკვე უნდა იმსახუროს კათოლიკოს-პატრიარქმა, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უახლოესი დღესასწაული გახლავთ ხვალ, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლა და საქართველოს ყოვლად წმინდა ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესასწაული. ამიტომ ინტრონიზაცია ხვალ, შედგება სვეტიცხოველში. მსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე. გილოცავთ და მადლობა შევწიროთ ღმერთს დღევანდელი დღისთვის“, - აღნიშნა პატრიარქმა.
საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი შიო მესამე მღვდელმთავრებმა 22 ხმით აირჩიეს.





