მომსახურების სააგენტო - 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები არ იმუშავებს
საზოგადოება

ფოტო: Facebook
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები 2026 წლის 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით არ იმუშავებს. ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, იმ პირებს, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლის 30-ე დღე 2026 წლის 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით უწევდათ, გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცემათ 14 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით.
„იმ პირებს, რომლებსაც შენახული/დაჯავშნილი აქვთ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები და აღნიშნულ პერიოდში ეწურებათ შენახვის/დაჯავშნის დრო, ვადა გაუხანგრძლივდებათ 14 აპრილის ჩათვლით.
იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2026 წლის 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 14 აპრილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FMiaserviceagency%2Fposts%2Fpfbid02f38m1fWxqtuATWcbZntfDvK2h1FHCa8a3KH9vZMMDzJBCe99LntFzAyM7a2jDt2Rl&show_text=true&width=500" width="500" height="775" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>





