პატრაირქმა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს მეტეხის ხიდზე პარაკლისი გადაიხადა
საზოგადოება

პატრიარქი შიო მესამე
ფოტო: ვიდეოკადრი
მართმადიდებელი ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.
მეტეხის ხიდზე პარაკლისი გადაიხადეს.
ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მეუფე შიომ აღავლინა.
„გილოცავთ 100 ათასი ქართველი მოწამის ხსენებას. ეს დღე განსაკუთრებულია ჩვენი ეკლესიისთვის და სრულიად საქართველოსთვის. როგორც უთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, ეს დღე არის ქართველი ერის სულიერი გაბრწყინების და ზეიმის დღე. წმინდა 100 000 მოწამე, ისევე როგორც სხვა მოწამეები, არიან დიდება და მშვენება ქრისტიანული ეკლესიისა, არიან ყველაზე ძლიერი ქადაგება აღდგომილ ქრისტეზე. რას ნიშნავს მოწამე, ეს ნიშნავს მოწმეს, ასე ჟღერს ბერძნული სიტყვა – მარტის, ნიშნავს მოწმეს და ნიშნავს მოწამეს. წმინდა მოწამეები სწორედ ამას მოწმობენ, რომ ქრისტეში სიკვდილს არა აქვს არანაირი ძალა. ქრისტეში ჩვენ გვეძლევა მარადიული სიცოცხლე და უკვე აქ, ეკლესიაში, ეკლესიურ საიდუმლოებებში, ლოცვებით, ჩვენ ვხვდებით მარადიული ცხოვრების მიმღებნი და თანაზიარნი, მონაწილეები. წმინდა მოწამეები კვდებოდნენ ქრისტესთვის, რომ გამხდარიყვნენ სიკვდილზე მისი გამარჯვების თანაზიარნი. ამიტომაც, წმინდა მამები ამბობდნენ, რომ მოწამეობა, მიწაში ჩავარდნილი მარცვალივით ქრისტიანობისთვის იქცა იმ თესლად, რომელმაც შემდგომ უხვი ნაყოფი გამოიღო“, - აღნიშნა პატრიარქმა.
ვრცლად მაკო ლორთქიფანიძის სიუჟეტში.





