12 მარტი 2026, 14:44
საპატრიარქოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების წარმომადგენლები ეწვივნენ
საზოგადოება

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
საპატრიარქოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების, ICOMOS-ისა და ICCROM-ის წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ უმასპინძლა.
მხარეებმა მცხეთის ისტორიული და რელიგიური მემკვიდრეობის დაცვის გეგმა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, სივრცითი დაგეგმარება და მცხეთის გენერალური გეგმის საკითხები განიხილეს.





