28 დეკემბერი 2025, 17:45
სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე წინასაშობაო საქველმოქმედო საღამო მიმდინარეობს
საზოგადოება

ფოტო: IMEDIვიდეო/კადრი
გაზიარება
სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე წინასაშობაო საქველმოქმედო საღამო მიმდინარეობს.
ღონისძიებას საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანი“ თბილისის 30-ე სკოლის ლიდერთა კლუბის წევრებთან ერთად ატარებს.
ადგილზე მისულებს ხელნაკეთი ნივთებისა და ტკბილეულის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, ასევე ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი დახვდებათ. ღონისძიებიდან შემოსული თანხა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს მოხმარდება.





