ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენ მეურნეობაში ქვირითობის სეზონი დაიწყო
საზოგადოება

ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ნაკადულის კალმახის გამრავლების მიზნით, სააგენტოს სპეციალისტების მონაწილეობით, პირველი ქვირითი უკვე მიღებულია და სპეციალურ საინკუბაციო მოწყობილობაშია შენახული.
ინკუბაციის პერიოდი 60-დან 90 დღემდე გრძელდება. კალმახის განაყოფიერებული ქვირითი განვითარების „თვალის სტადიაზე“ საქართველოს ყველა რეგიონში განაწილდება და მთის მდინარეების შესაბამის შენაკადებში მოთავსდება, სადაც ბუნებრივ გარემოში ინკუბაციის ბოლო ფაზას გაივლის.
ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებები მიზნად ისახავს ნაკადულის კალმახის ბუნებრივი პოპულაციის აღდგენას, სახეობის კონსერვაციასა და ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.





