ღვინის ეროვნული სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოხატავს ცნობილი ქართველი მეღვინის, ვაჟა მამაიაშვილის გარდაცვალების გამო
საზოგადოება

ფოტო: ღვინის ეროვნული სააგენტო
ღვინის ეროვნული სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოხატავს ცნობილი ქართველი მეღვინის, ვაჟა მამაიაშვილის გარდაცვალების გამო.
„ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო ექსპერტი ვაჟა მამაიაშვილი იყო ვაზისა და ღვინის რესპუბლიკური გაერთიანების „სამტრესტი“ მმართველი 1999-2005 წლებში, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ექსპერტი. ბატონი ვაჟა წლების განმავლობაში, მონაწილეობდა საფრანგეთის, იტალიის, პოლონეთის, შვედეთის, პორტუგალიის, დანიისა და სხვა ქვეყნებში გამართულ გამოფენა–კონკურსებში, სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში, გამოქვეყნებული აქვს 29 მეცნიერული შრომა.
ღვინის ეროვნული სააგენტო თანაუგრძნობს ოჯახს, მეგობრებსა და მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებს ბატონი ვაჟა მამაიაშვილის გარდაცვალების გამო“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.





