09 ნოემბერი 2025, 21:50
საქართველოში ვიზიტისას ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიით მოხიბლული შვეიცარიელი მეღვინე, რომლის მარანს ახლა 42 ქართული ქვევრი ამშვენებს. „იმედის კვირის“ სპეცრეპორტაჟი
საზოგადოება

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
საქართველოსა და ქართულ ღვინოზე შეყვარებულ ადამიანებს ,,იმედის კვირა“ მსოფლიოს მასშტაბით ეძებს და პოულობს კიდეც.
ჩვენი მასპინძელი ამჯერად შვეიცარიაში, ვალეს მხარეში მცხოვრები მეღვინეა. ამადე მატიერიმ გადამღებ ჯგუფს ალპების ძირში გაშენებულ პატარა სოფელში უმასპინძლა.
შვეიცარიელმა მეღვინემ ქვევრი 10 წლის წინ, საქართველოში პირველი ვიზიტისას ნახა. ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიით და ღვინით იმდენად მოიხიბლა, რომ ახლა მის მარანს 42 ქართული ქვევრი ამშვენებს.
ხატია იობიძე და გიორგი ხითარიშვილი სტუმრობდნენ შვეიცარიული ღვინის დედაქალაქს.





