07 დეკემბერი 2024, 22:33
„ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს პირდაპირ ეთერში მუშაობისას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
საზოგადოება

გაზიარება
„ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეზე თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, საპროტესტო აქციის გაშუქებისას მოხდა, როდესაც ის პირდაპირ ეთერში ერთვებოდა.
მათ თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოპერატორ გიორგი შეწირულს თავი აქვს გატეხილი. ისინი ამ წუთებში საავადმყოფოში გადაჰყავთ.
ტელეკომპანია „იმედი“ გმობს ძალადობას და მოუწოდებს სამართალდამცველებს, დროულად გამოიძიოს მომხდარი დანაშაული.





