თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
საზოგადოება

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციისას ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, რომ განათლება და კულტურა საზოგადოების განვითარების საფუძველია.
მისი თქმით, კომისიის თავმჯდომარედ მუშაობის დაწყებიდან მისი საქმიანობის პრიორიტეტი, სწორედ ამ ორი სფეროს სისტემური განვითარება და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა იყო. საკრებულოს წევრმა მოწვეულ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა სტუდენტთა დაფინანსების, კლასიკური მუსიკის, ფოტოგრაფიის, ლიტერატურის, კინოსა და სხვა მიმართულების ფესტივალებისა და კონკურსების დაფინანსებების შესახებ. მან ასევე ისაუბრა კულტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოზე.





