„ქრონიკის“ ინფორმაციით, გიგაურისა და მშვენიერაძის არასამთავრობო ორგანიზაციებმა და „ნაცმოძრაობამ“ ე.წ. სტენსილების კამპანია ერთად დაგეგმეს
საზოგადოება

ფოტო: ვიდეო/კადრი
„ქრონიკის“ ინფორმაციით, გიგაურისა და მშვენიერაძის არასამთავრობო ორგანიზაციებმა და „ნაცმოძრაობამ“ ე.წ. სტენსილების კამპანია ერთად დაგეგმეს.
აღნიშნულზე საქმის კურსში იყო ტელეკომპანია „მთავარი არხი“, მოგვიანებით კი საქმის კურსში ჩააყენეს „ფორმულა“ და „ტვ.პირველი“. ამ კონკრეტულ ღონისძიებას ხელმძღვანელობდა და მათ შორის, უშუალოდ ასრულებდა დავით ტატიშვილი, რომელიც არის გიორგი რურუას და ნიკა გვარამიას მეგობარი. ტატიშვილი აქტიურად მონაწილეობდა 2023 წლის მარტის აქციების ორგანიზებაში.
არსებული ინფორმაციით, ხსენებულ NGO-ებს ამ მიმართულებით მიღებული აქვთ დაფინანსება და ამბობენ, რომ აქვთ სრული რესურსი, სასამართლოს წინააღმდეგ მომავალშიც მსგავსი და კიდევ უფრო მძაფრი კამპანიები ჩაატარონ.
მოგვიანებით „იმედინიუსს“ დაუკავშირდა „ტვ.პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, რომელმაც უარყო, რომ სტენსილების კამპანიის შესახებ „ტვ. პირველი“ საქმის კურსში იყო. მისი თქმით, შაბათს სოციალურ ქსელში ნახა სტენსილის ფოტო და ჯგუფი გადაღებაზე გააგზავნა კვირას.





