www.imedi.ge
თამბაქოს მოხმარების რეგულაციების აღსრულების მონიტორინგის შედეგები გამოქვეყნდა
საზოგადოება

მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე თამბაქოს კონტროლის ალიანსმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მონიტორინგი ჩაატარა. როგორც მგზავრები აღნიშნავენ, პირველ და მეორე გაჩერებებზე ავტობუსებში თამბაქოს სუნია, რადგან მძღოლები შესვენებაზე ეწევიან.
მონიტორები საგანგებო დააკვირდებიან იმ უბნებში ბოლო გაჩერებებს, საიდანაც უკმაყოფილო მგზავრების უმრავლესობა ჩივის. ალიანსი მოუწოდებს თბილისის ავტოსატრანსპორტო კომპანიას, მწეველი მძღოლებისთვის ნახევრად ღია ჯიხურები მოაწყოს.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მძღოლების მხრიდან მოწევის წესების რეგულაციის დარღვევები ქუთაისშიც დაფიქსირდა.
„ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, აგვისტოს თვეში მონიტორინგის შედეგად, სამიზნე ქალაქებში შემოწმდა 281 სატრანსპორტო საშუალება, აქედან 89 სატრანსპორტო საშუალება თბილისში, ხოლო 192 - რეგიონებში. ასევე შემოწმდა თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულება სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში, სადაც კანონით აკრძალულია მოწევა. მონიტორინგი ჩატარდა 687 დაწესებულებაში, აქედან 206 დაწესებულების თბილისში, ხოლო 481 დაწესებულების - რეგიონებში.
მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ დაწესებულებების მცირე ნაწილი კვლავაც სავალდებულოდ არ მიიჩნევს შესასვლელ კარზე და შიდა სივრცეში მოწევის აკრძალვის აღმნიშვნელ სტიკერებს. დაწესებულებების 45,9 %-ში შენობის შიგნით გაკრულია მოწევის აკრძალვის აღმნიშვნელი ნიშნები. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ამ ტიპის დამრღვევთა შორის არიან სამედიცინო დაწესებულებები“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.





