15 მარტი 2019, 12:46
ქეთევან ფარცხალაძე
გომბორზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
სამართალი

შემთხვევის ადგილი
ფოტო: ქეთი ფარცხალაძე
გაზიარება
გომბორზე, შუამთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინციდენტს კაცი ემსხვერპლა. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და "კიას" ფირმის "ჯიპი" შეეჯახა.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. სხვა დეტალები უცნობია.





