ზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე მძღოლი დაიღუპა
სამართალი

ფოტო: არქივი
ხარაგაულში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშა გარდაიცვალა. შემთხვევა ზვარეში მაშინ მოხდა, როდესაც კომპანია ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" თანამშრომელს სატვირთო მანქანით მიწა გადაჰქონდა.
მანქანა დაგორდა და მეორე ავტომობილს დაეჯახა. მუშები ყვებიან, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის და შემთხვევაც სავარაუდოდ, მანქანის გაუმართაობამ გამოიწვია.
,,მანქანა უმეტესად ხელოსანთან დამყავდა გასაკეთებლად, ხან რა ფუჭდებოდა, ხან რა. მოძველებული ტექნიკაა და ერთ დღესაც უარი ვთქვი ჩემი სიცოცხლის რისკის ფასად დავჯდარიყავი საჭესთან, რის გამოც დაახლოებით ათი დღის წინ სამსახურიდან გამათავისუფლეს. ზუსტად იმ მანქანას ვმართავდი, რომელშიც დღეს ჩვენი მეგობარი გარდაიცვალა"-ამბობს ერთ-ერთი მუშა.




