მარნეულში კაცს მატარებელი დაეჯახა
სამართალი

ფოტო: Shutterstock.com
მარნეულში ახალგაზრდა კაცს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა ე.წ. მაღალაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ წერს.
წინასწარი ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცი რკინიგზის ლიანდაგებზე იჯდა, მატარებლის მემანქანის ხმოვანი სიგნალით მიუხედავად, მან ტერიტორია არ დატოვა, რა დროსაც მატარებელი დაეჯახა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მსგავსი შემთხვევა 25 სექტემბერს თბილისშიც მოხდა. ფეიქრების ქუჩაზე მატარებელი ქალს დაეჯახა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.





