სამართალდამცველებმა აჭარაში 2 კილოგრამი „მეთადონი“ ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
სამართალი

ფოტო: IMEDI/ ვიდეოკადრი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბათუმში, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 2 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
„პოლიციამ ნარკოდანაშაულში ჯგუფურად ჩართული ორი პირი ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





